სიონის ეკლესია თბილისში
ნახვების რაოდენობა:2187
თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი. თბილისის სიონი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, იგი ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარია, მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,სიონის ქუჩაზე.
ცოტა რამ ისტორიიდან:
გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. 570-80-იან წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამ კურაპალატმა საფუძველი დაუდო სიონის ახალ ტაძარს. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს დროს, 620-იან წლებში. მომდევნო ხანაში სიონი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. სავარაუდოდ ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა. 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა ჩამოანგრია ეკლესიის გუმბათი, რომელიც, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს. თემურლენგის 1386 წლის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა შეაკეთა მეფე ალექსანდრე I-მა. XVII ს-ის დასაწყისში ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმეგზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი 1657 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა, მაგრამ 1668 წლის მიწისძვრამ შენობა ისევ დააზიანა. 1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი. უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს. XIII ს-ში ტაძარზე სამხრეთიდან მიშენებული წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერი XVII ს-ში საფუძვლიანად განაახლა მთავაერპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა. XIX საუკუნის დამდეგისათვის ტაძარი საფუძვლიანად აღადგინეს, ხოლო იმავე საუკუნის შუა წლებში ხელახლა მოიხატა რუსი მხატვრის გ. გაგარინის ესკიზების მიხედვით. 1980-83 წლებში ტაძარი გარედან ახლად შემოსეს თლილი ქვით, ამავე დროს ტაძარს ჩრდილოეთიდან მიაშენეს წმ. ვახტანგ გორგასლის ეგვტერი.
არქიტექტურა:
სიონის ტაძარი "ჩახაზული ჯვრის" ტიპის შენობაა. გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს. საკურთხევლის აქეთ-იქით ასევე აფსიდიანი დამატებითი სათავსებია. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდები ხუთწახნაგად არის შვერილი. ტაძრის გეგმა, როგორც ჩანს, XII ს-ის შემდეგ არსებითად აღარ შეცვლილა. 1657 წლის აღდგენის დროინდელია მკლავების კამარები, აფრები და შეისრული გუმბათქვეშა თაღები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. მოყვითალო-ქვიშისფერი ტუფის ფილების საფასადო პერანგი მეტწილად XIX ს-ისაა, თუმცა შემორჩა უფრო ძველი მოპირკეთების ნაშთებიც, კერძოდ, ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, სადაც არის 1710 წლის წარწერა. წარწერის ირგვლივ რელიეფებია: ზემოთ - სოლარული სიმბოლო, გარდიგარდმო - ფასკუნჯების გამოსახულებები. სხვა ფასადები გლუვია, მხოლოდ სარკმლებს აქვს სადა საპირეები. შედარებით მდიდრულად არის გაფორმებული ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან, რომელსაც მოჩუქურთმებული თაღოვანი ჩარჩო აქვს. სამხრეთ დასავლეთ ფასადებზე სარკმლებს ზემოთ ორნამენტირებული ჯვრებია გაკეთებული. გუმბათი მთლიანად 1710 წელს არის ამოყვანილი. ის გარედან თექვსმეტწახნაგაა. ყოველ წახნაგში თითო ვიწრო, მოჩუქურთმებულსაპირიანი საკმელია. დასავლეთ მხარეს ორ წახნაგზე გამოსახულია განედლებული ჯვარი და მიჯაწვული ლომი, ჩრდილოეთ მხარეს - წმ. მთავარანგელოზი და მაკურთხეველი წმინდანი წიგნით ხელში. ინტერიერის მოხატულობა 1851-55 წლებში არის შესრულებული გრიგოლ გაგარინის მიერ. საყურადღებოა, რომ მასში დიდი ადგილი ეთმობა ქართველ წმინდანთა გამოსახულებებს (ტაძრის დასავლეთი ნაწილი 1978-79 წლებში ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ). საკურთხევლის წინ მდგომი კანკელი გაკეთდა 1980-იან წლებში ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით. ტაძრიდან ათიოდ მეტრით ჩრდილოეთით დგას აგურის სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც აშენებულია მეფე ალექსანდრე I-ის მიერ 1425 წელს და მთლიანად არის განახლებული XVIII ს-ში. აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს დანგრეული შენობა 1939 წელს შეაკეთეს და თავიდან ააგეს ფანჩატური. მეორე სამრეკო - შპილით დავირგვინებული მაღალი სამსართულიანი შენობა დგას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ის აშენებულია 1912 წელს და თბილისის არქიტექტურაში კლასიციზმის ერთ-ერთ უადრეს ნიმუშს წარმოადგენს.
სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაფლულია 550 წლის წინ მოწამებრივად აღსრულებული წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთა თეთრი ქვის აკლდამაში ასვენია ეპისკოპოს იოანე მანგლელის (1666-1751) ნეშთი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890). გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მშენებლები - ერისმთავრები გუარამი და ადარნასე, XII ს-ის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი, იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (1585-1658), პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი (1620-1688). წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი.

PANOTOUR.GE , 360 გრადუსიანი პანორამების გადაღების სერვისი საქართველოში

360 გრადუსიანი პანორამა ,ვირტუალური ტური, ფოტო

360 გრადუსიანი პანორამები, ვირტულური ტურები

აღმოაჩინეთ საქართველო ვირტუალურად, სახლიდან გაუსვლელად !!!

საიტის შესახებ:

საიტი panotour.ge საქართველოს ერთგვარი კატალოგია , რომელშიც განლაგებულია 360 გრადუსიანი პანორამა, გადაღების ადგილის აღწერით და Google -ის რუკაზე მდებარეობის ჩვენებით. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი : საქართველოს ყველა ეკლესიის ინტერიერის და ექსტერიერის ერთ საიტზე განთავსებაა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ნახოთ თბილისის თითქმის ყველა ეკლესია მონასტერი. 360 გრადუსიანი პანორამა ანუ სამგანზომილებიანი (3D) პანორამა განსხვავდება ჩვეულებრივი პანორამისგან, იგი საშვალებას იძლევა კურსორის გამოძრავებით გაიხედოთ ნებისმიერი მიმართულებით .

კატალოგის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ უამრავი საინტერესო კატეგორია: ქალაქის ხედები, ეკლესიები, მოგზაურობა, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული კომლექსები, სტადიონები, ფიტნეს ცენტრები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები, კაფე-ბარები, რესტორნები, კლუბები, ოფისები ორგანიზაციები და მრავალი სხვა.

panotour.ge გთავაზობთ თქვენთვის საინტერესო სერვისს :

პანო წერტილების დამზადებას, კერძოდ თქვენი ობიექტის ინტერიერის და ექსტერიერის გადაღებას, იქნება ეს რესტორანი, კაფე-ბარი, მაღაზია ,სავაჭრო ცენტრი, სუპერმარკეტი, ოფისი, სტუდია თუ სხვა. გადაღებული პანორამის განთავსების საშვალება გექნებათ თქვენს საიტზე, იგი აგრეთვე განთავსდება panotour.ge -ზე , ქვეშ პანორამას მიეწერება თქვენთვის სასურველი სიდიდის ინფორმაცია , სურვილის შემთხვევაში ბმული (link) თქვენს საიტზე გადასასვლელი და აგრეთვე Google -ის რუკაზე იქნება აღნიშნული ობიექტის მდებარეობა.

სპეციალური შემოთავაზებები:

კაფე-ბარების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების და მსგავსი ტიპის დანიშნულების ობიექტების მფლობელებს გთავაზობთ: ვირტუალური ტურის დამზადებას ,რაც გულისხმობს რამოდენიმე პანოწერტილისგან (360 გრადუსინი პანორამისგან) შემდგარი სადემონსტრაციო გალერეის დამზადებას, გაფორმებულს და ინფორმაციულად დატვირტულს, რომელიც შეგეძლებათ გამოიყენოთ საიტის გალერეათ. შექმნილი პროდუქტის ელექტრონული ვერსია შეგეძლებათ გამოიყენოთ როგორც საპრეზენტაციო მასალა

არქიტექტორებს და ინტერიერის დიზაინერებს, გთავაზობთ: თქვენი განხორციელებული ობიექტების გადაღებას, როგორც ინტერიერების ასევე ექსტერიერების. 360 გრადუსიანი პანორამის გარდა პროფესიონალური ფოტო გადაღებას ციფრული და ფირის აპარატით

მანქანის მფლობელებს და ყველა იმ კომპანიას თუ ადამინს რომელიც მუშაობს მანქანის ინტერიერის რედიზაინზე ან გაფორმებაზე , გთავაზობთ: მანქანის ინტერიერის გადაღებას, რაც საშვალებას მოგცემთ თქვენი ნახელავი სრულად წარმოაჩინოთ, პანორამის მნახველი ისე როგორც ოთახის ინტერიერს ,შეძლებს მანქანის ინტერიერის დათვალიერებას

PANOTOUR.GE , 360 degree panoramas photographing service in Georgia

360 degree panorama software,virtual tour software, photo,virtual tour photographer