სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
ნახვების რაოდენობა:11852
XI საუკუნეში აგებული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი თბილისიდან 20 კილომეტრის მოშორებით ქალაქ მცხეთაში მდებარეობს. სვეტიცხოველი ერთ-ერთია ოთხ დიდ კათედრალთაგან : ბაგრატის ტაძარი, ოშკი, ალავერდი. ტაძარში დაკრძალულია უფლის კვართი და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.
საქართველოს ყველაზე დიდი საეკლესიო ისტორიული ნაგებობა საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრს წარმოადგენდა. ტაძრის ადგილას XI საუკუნეში მირიან მეფემ წმინდა ნინოს რჩევით ეკლესია ააშენა, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. არქიტექტორმა ვ.ცინცაძემ 1970-1971 წელს ჩატარებული სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებისას მიაკვლია ეკლესიის კვალს, აგრეთვე იმ ბაზილიკის გეგმას რომელიც აქვე ააშენა ,წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის დანგრევის შემდეგ , ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში.
XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ - მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.
სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით. გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.
XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით - სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეტ დასავლეთ თაღზე -მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში - გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარასაშვილი, მოთავე - ნიკოლოზ კათოლიკოსი). გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება (რესტავრირებულია ალექსანდრე I, დიდის მიერ თემურლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ), ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.
კარიბჭე გალავნის დასავლეთი მხარის ცენტრალურ ნაწილშია. აგებულია 1029 წ., ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით. 1964-1965 წლებში ჩატარდა კარიბჭის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები (ხელმძღვანელები: ნ. ჩუბინიშვილი და ვ. ცინცაძე; მთ. კონსულტანტი გ. ჩუბინაშვილი). ამ სამუშაოების ჩატარებამდე კარიბჭის უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით დასავლეთის ფასადი) მიწით იყო დაფარული და მასზე აგურით ნაგები გვიანდელი ხანისკონტრფორსები იყო მიშენებული. რესტავრაციის შედეგად ფასადი გაიწმინდა გვიანდელი დანამატებისაგან და კარიბჭე თავდაპირველი სახით აღდგა. კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელისორივე მხარეს მოთავსებულია ოტახები (თითოეული 22 კვ.მ); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ.მ), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სმმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყელით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა სვეტიცხოვლის გალავნის სამხრეთის კარიბჭე «ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული მეოხე ჩვენი ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი რომელმან მეორედ აღაშენა წმინდა კათოლიკე ესე სალხინებელად სულისა მათისა» გასასვლელის ორივე მხარეს თითო ოთხწახნაგა სამმეოთხედიანი პილასტრია ფესტოებიანი კაპიტელებითა და სადად პროფილირებული ბაზისებით. ეს შვერილები სამმაგი თაღის ჩარჩოს ქვედა ხაზს ქვემოთკედელს უკავშირდება მცირე ზომის ნიჟარისებრი თაღებით (ტრომპებით). შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია (პირი. დედანი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). ოთხწახნაგა შვერილების აქეთ იქით მაღალი სამკუთხა ნიშებია.
სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს კვადრატული ფორმის გალავანი (121,6 მ; X 110,5 მ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა: «ბრძანებისა მისისა უმაღლესის ირაკლი მეორისა ქართლისა და კახეთის მეფისათა შემოვლებულ იქნა და განახლებული ზღუდე წმიდისა ამით ეკლესიიისა მცხეთისა სიმაგრეების თურთ თავისით და აგრეთვე ეკლესია შიგნით და გარეთ განახლებულ დერეფანი ეკლესიისა ახლად დაწერილი და დახატული მამადმთავრობასა მისა ანტონი მეფისა ძისა მუშაკთა ზედა მდგომელთა წმიდისა ეკლესიისა ჩღპზ ივლისისს კბ.» ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გალავნის ძველი ნაწილი ნაგებია თლილი ქვით, ადგილ ადგილ თლილი ქვაცაა გამოყენებული.ერეკლესდროინდელი ნაგებობები კი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი. ქონგურებზე და სალოდეებზე გამოყენებულია აგურიც. გალავანი ორიარუსიანია: ქვედა ნაწილი მთლიანად ყრუა, ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი, კედელში განლაგებულია სათოფეები და სალოდეები. გალავანში ჩართულია ექვსი ცილინდრული და ორი ოთხკუთხა კოშკი. კოშკები ორ-სამ სართულიანია, ბოლო სართულები კი ბანს წარმოადგენს. გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილია ჭიშკარი. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ორი ვიწრო კარია. გალავნის დასავლეთ მხარეს კედელში ჩართულია XI საუკუნის კარიბჭე, სამრეკლო და სხვადასხვა დროს მიშენებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

PANOTOUR.GE , 360 გრადუსიანი პანორამების გადაღების სერვისი საქართველოში

360 გრადუსიანი პანორამა ,ვირტუალური ტური, ფოტო

360 გრადუსიანი პანორამები, ვირტულური ტურები

აღმოაჩინეთ საქართველო ვირტუალურად, სახლიდან გაუსვლელად !!!

საიტის შესახებ:

საიტი panotour.ge საქართველოს ერთგვარი კატალოგია , რომელშიც განლაგებულია 360 გრადუსიანი პანორამა, გადაღების ადგილის აღწერით და Google -ის რუკაზე მდებარეობის ჩვენებით. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი : საქართველოს ყველა ეკლესიის ინტერიერის და ექსტერიერის ერთ საიტზე განთავსებაა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ნახოთ თბილისის თითქმის ყველა ეკლესია მონასტერი. 360 გრადუსიანი პანორამა ანუ სამგანზომილებიანი (3D) პანორამა განსხვავდება ჩვეულებრივი პანორამისგან, იგი საშვალებას იძლევა კურსორის გამოძრავებით გაიხედოთ ნებისმიერი მიმართულებით .

კატალოგის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ უამრავი საინტერესო კატეგორია: ქალაქის ხედები, ეკლესიები, მოგზაურობა, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული კომლექსები, სტადიონები, ფიტნეს ცენტრები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები, კაფე-ბარები, რესტორნები, კლუბები, ოფისები ორგანიზაციები და მრავალი სხვა.

panotour.ge გთავაზობთ თქვენთვის საინტერესო სერვისს :

პანო წერტილების დამზადებას, კერძოდ თქვენი ობიექტის ინტერიერის და ექსტერიერის გადაღებას, იქნება ეს რესტორანი, კაფე-ბარი, მაღაზია ,სავაჭრო ცენტრი, სუპერმარკეტი, ოფისი, სტუდია თუ სხვა. გადაღებული პანორამის განთავსების საშვალება გექნებათ თქვენს საიტზე, იგი აგრეთვე განთავსდება panotour.ge -ზე , ქვეშ პანორამას მიეწერება თქვენთვის სასურველი სიდიდის ინფორმაცია , სურვილის შემთხვევაში ბმული (link) თქვენს საიტზე გადასასვლელი და აგრეთვე Google -ის რუკაზე იქნება აღნიშნული ობიექტის მდებარეობა.

სპეციალური შემოთავაზებები:

კაფე-ბარების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების და მსგავსი ტიპის დანიშნულების ობიექტების მფლობელებს გთავაზობთ: ვირტუალური ტურის დამზადებას ,რაც გულისხმობს რამოდენიმე პანოწერტილისგან (360 გრადუსინი პანორამისგან) შემდგარი სადემონსტრაციო გალერეის დამზადებას, გაფორმებულს და ინფორმაციულად დატვირტულს, რომელიც შეგეძლებათ გამოიყენოთ საიტის გალერეათ. შექმნილი პროდუქტის ელექტრონული ვერსია შეგეძლებათ გამოიყენოთ როგორც საპრეზენტაციო მასალა

არქიტექტორებს და ინტერიერის დიზაინერებს, გთავაზობთ: თქვენი განხორციელებული ობიექტების გადაღებას, როგორც ინტერიერების ასევე ექსტერიერების. 360 გრადუსიანი პანორამის გარდა პროფესიონალური ფოტო გადაღებას ციფრული და ფირის აპარატით

მანქანის მფლობელებს და ყველა იმ კომპანიას თუ ადამინს რომელიც მუშაობს მანქანის ინტერიერის რედიზაინზე ან გაფორმებაზე , გთავაზობთ: მანქანის ინტერიერის გადაღებას, რაც საშვალებას მოგცემთ თქვენი ნახელავი სრულად წარმოაჩინოთ, პანორამის მნახველი ისე როგორც ოთახის ინტერიერს ,შეძლებს მანქანის ინტერიერის დათვალიერებას

PANOTOUR.GE , 360 degree panoramas photographing service in Georgia

360 degree panorama software,virtual tour software, photo,virtual tour photographer