თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული დინამოს სტადიონი
ნახვების რაოდენობა:1617
    თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული დინამოს სტადიონი.    შესავალი ისტორიიდან :1936 წელს, ქალაქ თბილისში შევიდა ექსპლუატაციაში ახალი ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში "დინამო"_ს სტადიონი. ამ ობიექტის არქიტექტორი  იყო არჩილ ქურდიანი. იმ დროისთვის სტადიონის ტევადობა იყო 23 000 ადგილი. ეს სტადიონი იყო როგორც სპორტული ნაგებობის ეროვნული იერსახისა და თანამედროვე სპორტული ტექნოლოგიების ახალი სიტყვა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, მას მიენიჭა ლავრენტი ბერიას სახელი. 1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობითვე ჩატარდა სტადიონის ნაწილობრივი გაფართოვება ლითონის კონსტრუქციების მეშვეობით. ტევადობა გაიზარდა 36 200 ადგილამდე. 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა ახლად რეკონსტრუირებული "დინამო"-ს სტადიონი, და ამჟამად მას მიენიჭა ვ.ი. ლენინის სახელი . ავტორმა, არჩილ ქურდიანმა, ავტორმა და პროექტის მთავარმა არქიტექტორმა გია ქურდიანმა და ავტორმა, კონსტრუქტორმა შალვა გაზაშვილმა, თავიანთი პროექტის მიხედვით მაყურებელთა რაოდენობა გაზარდეს 75 000 ადგილამდე. დაპროექტდა და განხორციელდა ნატურაში სერიოზული არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაგებობა. საევაკუაციო აივანი, II იარუსი და 30 მეტრიანი კონსოლური გადახურვა, რომელიც იცავს მაყურებელს მზისა და ატმოსფერული ნალექისაგან - წარმოადგენს სტადიონის ერთიან კონსოლურ სისტემას, რომელიც დაყდნობილია 58 ცალ პილონზე. ხედვის მრუდი იმდენად ორიგინალურად იყო გაანგარიშებული და აგებული ავტორების მიერ, რომ სტადიონის ნებისმიერ ადგილას მჯდომი მაყურებელი უნაკლოდ ხედავს სპორტულ არენას. 2006 წლის 30 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა ახლად რეაბიტილირებული, ნაწილობრივ რეკონსტრუირებული და უეფა-ს ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი , ამჯერად უკვე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის , ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი 55 000მაყურებელზე. საპროექტო-არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და დიზაინერულ საქმიანობას ანხორციელებდა "გია და არჩილ ქურდიანების სტუდია <<დინასტია>>"- ავტორის , არქიტექტორის გია ქურდიანისა და ავტორის, პროექტის მთავარი არქიტექტორის, არჩილ ქურდიანის/უმცროსის/ ხემძღვანელობით. დიდი ყურადგება დაეთმო პრესისა და მასმედიის წარმომადგენლებს. მათთვის დაპროექტდა საკონფერენციო დარბაზი 180 ადგილზე, სამუშაო ოთახები და სამუშაო ადგილები ტრიბუნებზე. საევაკუციო აივნის დონეზე საკომენტატოროების გარდა დაპროექტდა პრეზიდენტისა და სამთავრობო ლოჟები, 52 ცალი ვიპ ლოჟა და ბიზნეს-კაფე. განხორციელდა პირველი იარუსის აღმოსავლედ და დასავლეთ ტრიბუნების გადაგეგმარება, რამაც მოგვცა მაღალი კომფორტულობის ვიპ ადგილების მოწყობის შესაძლებლობა. შეიქმნა ინვალიდებისათვის ადრე არ არსებული კონფორტული ადგილები. გადაგეგმარდა და მიყვანილ იქნა უეფა-ს ახალი მოთხოვნების შესაბამისობაში მასპინძლებისა და სტუმარი გუნდების გასახდელები, დოპინგ კონტროლისა და სამედიცინო ცენტრი, მსაჯების გასახდელები და დელეგატებისა და ოქმის ოთახი. საევაკუაციო აივნის და I იარუსის ტრიბუნების ქვეშ განთავსებულია, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზი, დირექცია და სხვა ადმინისტრაციული დანიშნულების სათავსები. სტადიონს აქვს ორი ტაბლო, სარბენი ბილიკები და ყველა ის ატრიბუტი რომელიც აძლევს საშვალებას ამ ნაგებობას- დააკმაყოფილოს არა მარტო უეფა-ს , არამედ ყველანაირი ოლიმპიური სტანდარტები, რადგანაც ამ არენაზე არის შესძლებელი ჩატარდეს ნებისმიერი დონის შეჯიბრი, სპორტის ნებისმიერ სახეობაში (ფეხბურთი, რაგბი, მძლეოსნობა). პირველი სტადიონის გახსნისას 1936 წელს შეხვედრები ჩატარდა ბასკებთან კიევის "დინამო"-სთან და სხვა. 1976 წელს , რეკონსტრუქციის გახსნისას ჩატარდა მატჩები უელსის "კარდიფ სიტთან", შემდეგ "ლივერპულთან", "ინტერთან", "ნაპოლთან", "ჰერტასთან", "ჰამბურგთან", "გრას-ხოპერთან", "ვესტ-ჰემთან" და კიდებ ბევრ ტიტულოვან გუნდთან. სტადიონის 2006 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა 2 სექტემბერს საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის, შემდეგ იტალიასთან და ა.შ ამ სტადიონზე უთამაშიათ ისეთ ტიტულოვან ფეხბურთელებს როგორებიცაა: ბორის პაიჭაძე, მიცეილ მესხი, მიხეილ ბერძენიშვილი, შოთა იამანიძე, გაიოზ ჯეჯელავა,ბასა ღოღობერიძე,დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია და სხვა.

PANOTOUR.GE , 360 გრადუსიანი პანორამების გადაღების სერვისი საქართველოში

360 გრადუსიანი პანორამა ,ვირტუალური ტური, ფოტო

360 გრადუსიანი პანორამები, ვირტულური ტურები

აღმოაჩინეთ საქართველო ვირტუალურად, სახლიდან გაუსვლელად !!!

საიტის შესახებ:

საიტი panotour.ge საქართველოს ერთგვარი კატალოგია , რომელშიც განლაგებულია 360 გრადუსიანი პანორამა, გადაღების ადგილის აღწერით და Google -ის რუკაზე მდებარეობის ჩვენებით. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი : საქართველოს ყველა ეკლესიის ინტერიერის და ექსტერიერის ერთ საიტზე განთავსებაა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ნახოთ თბილისის თითქმის ყველა ეკლესია მონასტერი. 360 გრადუსიანი პანორამა ანუ სამგანზომილებიანი (3D) პანორამა განსხვავდება ჩვეულებრივი პანორამისგან, იგი საშვალებას იძლევა კურსორის გამოძრავებით გაიხედოთ ნებისმიერი მიმართულებით .

კატალოგის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ უამრავი საინტერესო კატეგორია: ქალაქის ხედები, ეკლესიები, მოგზაურობა, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული კომლექსები, სტადიონები, ფიტნეს ცენტრები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები, კაფე-ბარები, რესტორნები, კლუბები, ოფისები ორგანიზაციები და მრავალი სხვა.

panotour.ge გთავაზობთ თქვენთვის საინტერესო სერვისს :

პანო წერტილების დამზადებას, კერძოდ თქვენი ობიექტის ინტერიერის და ექსტერიერის გადაღებას, იქნება ეს რესტორანი, კაფე-ბარი, მაღაზია ,სავაჭრო ცენტრი, სუპერმარკეტი, ოფისი, სტუდია თუ სხვა. გადაღებული პანორამის განთავსების საშვალება გექნებათ თქვენს საიტზე, იგი აგრეთვე განთავსდება panotour.ge -ზე , ქვეშ პანორამას მიეწერება თქვენთვის სასურველი სიდიდის ინფორმაცია , სურვილის შემთხვევაში ბმული (link) თქვენს საიტზე გადასასვლელი და აგრეთვე Google -ის რუკაზე იქნება აღნიშნული ობიექტის მდებარეობა.

სპეციალური შემოთავაზებები:

კაფე-ბარების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების და მსგავსი ტიპის დანიშნულების ობიექტების მფლობელებს გთავაზობთ: ვირტუალური ტურის დამზადებას ,რაც გულისხმობს რამოდენიმე პანოწერტილისგან (360 გრადუსინი პანორამისგან) შემდგარი სადემონსტრაციო გალერეის დამზადებას, გაფორმებულს და ინფორმაციულად დატვირტულს, რომელიც შეგეძლებათ გამოიყენოთ საიტის გალერეათ. შექმნილი პროდუქტის ელექტრონული ვერსია შეგეძლებათ გამოიყენოთ როგორც საპრეზენტაციო მასალა

არქიტექტორებს და ინტერიერის დიზაინერებს, გთავაზობთ: თქვენი განხორციელებული ობიექტების გადაღებას, როგორც ინტერიერების ასევე ექსტერიერების. 360 გრადუსიანი პანორამის გარდა პროფესიონალური ფოტო გადაღებას ციფრული და ფირის აპარატით

მანქანის მფლობელებს და ყველა იმ კომპანიას თუ ადამინს რომელიც მუშაობს მანქანის ინტერიერის რედიზაინზე ან გაფორმებაზე , გთავაზობთ: მანქანის ინტერიერის გადაღებას, რაც საშვალებას მოგცემთ თქვენი ნახელავი სრულად წარმოაჩინოთ, პანორამის მნახველი ისე როგორც ოთახის ინტერიერს ,შეძლებს მანქანის ინტერიერის დათვალიერებას

PANOTOUR.GE , 360 degree panoramas photographing service in Georgia

360 degree panorama software,virtual tour software, photo,virtual tour photographer